რა უნდა ვიცოდეთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით? ქრონოლოგიურად.
Admin, 15/11/18, 162 ნახვა
რა უნდა ვიცოდეთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით? ქრონოლოგიურად.
2008 military conflict between Russia and Georgia.
2008 წლის აგვისტოს მოვლენები ჩვენს მეხსიერებაში ღრმადაა დამარხული.ზოგჯერ,,იღვიძებს" ხოლმე მიძინებული ტკივილი და კვლავ განახლდება თითქოს მივიწყებულიჭრილობები.ამ ომმა რადიკალურად შეცვალა მრავალი დიდი თუ პატარა ადამიანისყოფა.მათ მოუწიათ აშენებული,აყვავებული ცხოვრების სულ,სულ ნულიდანდაწყება.დაინგრა საცხოვრებელი ბინები, ხალხის თვალწინ აორთქლდა მათიავლა-დიდება,მაგრამ ყველაზე დიდი და განუზომელი დანაკლისი მაინც თვალწინმოკლული ოჯახის წევრია.ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ ,როგორც ქართველებმა, როგორ არუნდა ვიცოდეთ,თუ საიდან დაიწყო ზოგადად ეს სამხედრო კონფლიქტი- ეს მხოლოდ 2008წელს იყო თუ მანამდე დაწყებულმა კონფრონტაციამ იფეთქა ბომბივით?ქვემოთ მოყვანილითემებით ჩვენ წინ გადაიშლება რეალური სურათი, თუ ვინ დაიწყო ომი და ვინ არისოკუპანტი?

მომხდარი მოვლენები
2008 წლამდეც სამხედრო კონფლიქტი ძირითადად ლოკალიზებული იყო საქართველოს ორ,,მოწყვეტილ,მოგლეჯილ''მხარეში-სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე.ისინირეალურად საქართველოს ოფიციალური ნაწილია,მაგრამ ჰყავთ ცალკე ,საკუთარიმთავრობა.ამ ორ პროვინციას მხარს უჭერდა და ფინანსურადაც უზრუნველყოფდა რუსეთი.

ხუთი დღე შეგვიძლია თითებზეც დავითვალოთ,მაგრამ ამ მოკლე ხნის მანძილზეცათასობით ადამიანს მოუსწრაფეს სიცოცხლე.ევროპის კავშირის ოფიციალურიმონაცემებით,საქართველოს მხრიდან დაიღუპა 170 ჯარისკაცი,14 პოლიციელი ,228 უბრალომოქალაქე და 1747 კი იქნა დაჭრილი.67 რუსი ჯარისკაცი მოიკლა და 283 დაიჭრა. სამხრეთოსეთში მოკლული მოქალაქეების და ჯარისკაცების რაოდენობაა 365.

დროის ხაზი
1918-21წწ- ოფიციალური ცნობის თანახმად,საქართველო დამოუკიდებელია რუსეთისიმპერიისგან გამოყოფის შედეგად.

1921წ- წითელი არმიის შემოჭრის შედეგად,საქართველო და აფხაზეთი ცხადდება საბჭოთასოციალისტურ რესპუბლიკებად.

1922წ- სამხრეთ ოსეთის აუტონომიური მხარე იქმნება საქართველოს ტერიტორიაზე.

1931წ- აფხაზეთის სტატუსი იცვლება- ამიერიდან ეწოდება აუტონომიური რესპუბლიკასაქართველოს ტერიტორიაზე.

1990წ- სამხრეთ ოსეთი აცხადებს დამოუკიდებლობას საქართველოს სახელმწიფოსგან.

1991წ,9 აპრილი- საქართველო აცხადებს დამოუკიდებლობას.

1991-1992წწ- სამოქალაქო ომი გაჩაღდა საქართველოში.ზვიად გამსახურდიას დაამხესხელისუფლება.

1992წ- აფხაზეთი აცხადებს დამოუკიდებლობას საქართველოსგან და უძღვება შეიარაღებულკონფლიქტს.

1992წ,ოქტომბერი- ედვარდ შევარდნაძე აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად.ის ასევეაირჩიეს 1995 და 2000 წლებში.

1993წ,ოქტომბერი- საქართველო ხდება დამოუკიდებელი ქვეყნების ,,თანამეგობრობის''წევრი.

1994წ,მაისი- აფხაზეთი და საქართველო ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ და დადესხელშეკრულება.რუსეთის სამშვიდობო ძალები განლაგდა საქართველოს ტერიტორიაზე.

2001წ,ოქტომბერი- ბრძოლა კვლავ განახლდა აფხაზეთის ჯარსა და საქართველოსშეიარაღებულ ძალებს შორის.რუსეთმა განაცხადა,რომ ,მისი რწმენით, საქართველომფარველობს ჩეჩენ მეამბოხეებს.ეს განაცხადი კი უარყვეს ქართველებმა.

2002წ,სექტემბერი- რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უგზავნის წერილსსაერთაშრისო გენერალურ მდივანს, კოფი ანანს,საერთაშორისო უსაფრთხოების საბჭოსწევრებს და უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის წევრებს ევროპაში.ის აცხადებს,რომსაქართველომ უნდა გასცეს პასუხი ზემოთ თქმულ ბრალდებას ჩეჩენ მეამბოხეებთანდაკავშირებით ან თამამად დახვდეს სამხედრო ქმედებას რუსეთისგან.

2002წ,ოქტომბერი- რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბულობა შედარებითგანიმუხტა შევარდნაძის შემდეგ.საქართველოს პრეზიდენტი პირდება რუსეთს,რომ ერთადიბრძოლებენ ჩეჩენი მეამბოხეების წინააღმდეგ.

2003წ,ნოემბერი- შევარდნაძეს იძულებით დაატოვებინეს რეზიდენცია ,,ვარდების რევოლუციის"' დროს.

2005წ,ივლისი- ხელშეკრულების ვადის მიხედვით,მაისში რუსეთმა დაიწყო ჯარებისგამოყვანა 2 საბჭოთა სამხედრო ბაზიდან.

2006წ,მაისი-ივნისი- საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობა კვლავ გამძაფრდასაქართველოს მოთხოვნის შედეგად. მოთხოვნის მიხედვით,რუსეთის სამშვიდობო ძალებსუნდა ჰქონოდათ ვიზები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემოსასვლელად.

2006წ,12 ნოემბერი- რეფერენდუმით ირჩევენ ,თუ რომელი სამხრეთ ოსეთელები ითხოვენგადამეტებულად დამოუკიდებლობას.

2007წ,ნოემბერი- რუსეთი აცხადებს,რომ საქართველოდან გამოჰყავს 1991 წლიდან შეყვანილისამხედრო ძალები.მაგრამ ითხოვს,რომ სამშვიდობო ძალები დარჩნენ აფხაზეთისა დასამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

2008წ,3 აპრილი- ნატოს წევრებმა რუმინეთში,ბუქარესტში,გამართულ სამიტზე გადაავადესგადაწყვეტილება უკრაინის ნებართვის მიღებამდე( 2008 წლის დეკემბერი).

2008წ,21 აპრილი- საქართველო ბრალს დებს რუსეთს,რომ ესროლეს უპილოტოთვითმფრინავს აფხაზეთის ტერიტორიაზე 20 აპრილს.რუსეთი უარყოფს ამ განაცხადს.

2008წ,29 აპრილი- რუსეთი გზავნის უფრო მეტ სამხედრო ძალას აფხაზეთში,რათაგათვალოს საქართველოს გეგმები პოტენციურ სამხედრო შეტაკებასთან დაკავშირებით.

2008წ,26 მაისი- საერთაშორისო კვლევებმა დაასკვნა,რომ 21 აპრილს სროლები იყო რუსეთისავიაგამანადგურებელი რაკეტის მოქმედების შედეგი.

2008წ, 30-31 მაისი- რუსეთი აგზავნის რამდენიმე ასობით შეუიარაღებელ ძალასაფხაზეთში.მისი თქმით,ისინი საჭიროა რკინიგზის შესაკეთებლად დაგასაუმჯობესებლად.საქართველო კი აცხადებს,რომ ეს არის სამხედრო ინტერვენციის (შეჭრის,ჩარევის) გეგმა რუსეთის მხრიდან.

2008წ,7-8 აგვისტო- საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგზავნის სამხედროძალას სამხრეთ ოსეთში.რუსეთი საპასუხოდ აგზავნის ჯარს საზღვარზე და იწყებს სამხედროსაჰაერო შეტაკებებს სამხრეთ ოსეთში.

2008წ, 8 აგვისტო- ამერიკის შეერთებული შტატები,დიდი ბრიტანეთი და ნატო ითხოვენ,რომშეწყდეს ცეცხლი და სამხედრო თავდასხმები რუსეთისა და საქართველოს მხრიდან.

2008წ,9 აგვისტო- ევროპისა და ამერიკის დიპლომატთა დელეგაცია ერთად ცდილობენ,რომაღმოფხვრან განვითარებული,ზრდადი დაძაბულობა ორ სახელმწიფოს შორის.

2008წ,10 აგვისტო- რუსეთს შეჰყავს ტანკები და ჯარისკაცები სამხრეთ ოსეთში და წინმიემართება ქალაქ გორისაკენ.

2008წ,12 აგვისტო- რუსეთი ითხოვს სამხედრო ქმედების შეწყვეტას და თანახმაა 6 პუნქტიანხელშეკრულებაზე მშვიდობისათვის. ეს გეგმა გამოაცხადეს საფრანგეთის პრეზიდენტმანიკოლას სარკოზმა და რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა.

2008წ,13 აგვისტო- პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უცხადებს საქართველოს ჰუმანიტარულდახმარებას.ის ასევე ამბობს,რომ მდივანი კონდოლიზა რაისი გაიგზავნება საფრანგეთსა დასაქართველოში დიპლომატიური მისიით.

2008 წ,15 აგვისტო- სააკაშვილი დებს ხელშეკრულებას რუსეთთან შეთანხმებით ცეცხლისშეწყვეტის შესახებ.ამ დროს შუამავალია სარკოზი.

2008წ,16 აგვისტო- მედვედევი ხელს აწერს ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

2008წ,22 აგვისტო- რუსეთს ნაწილობრივ გამოჰყავს სამხედრო ძალა საქართველოსტერიტორიიდან,როგორც ამას ითვალისწინებს ხელშეკრულების პირობები.მაგრამ რუსეთიუზრუნველყოფს ჯარისკაცებს სადავო ტერიტორიებთან ახლოს ( იგულისხმება აფხაზეთი დასამხრეთ ოსეთი)2008წ,26 აგვისტო-მედვედევი ხელს აწერს ხელშეკრულებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისდამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით. პასუხად პრეზიდენტი ბუში გამოსცემს ასეთბრძანებას:,, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოიტანა განაჩენი-რუსეთის პრეზიდენტმაუნდა სცნოს დამოუკიდებლად საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისპროვინციები.ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს საზღვრები უნდა იყოსპატივცემული და გათვალისწინებული არა მხოლოდ რუსეთის,არამედ სხვა ქვეყნებისმიერაც".

2009წ,ივლისი- საერთაშორისო დამკვირვებლებმა დატოვეს საქართველო დაახლოებით 16წლის მანძილზე.ეს მისია არ გავრცელებულა რუსეთის ვეტოს გამო.

2009წ,სექტემბერი- ევროპის კავშირების ამბები ამბობს,რომ ისტორიული დაძაბულობა დაგადამეტებული რეაქცია არის 5 დღიანი სამხედრო კონფლიქტის ძირითადი მიზეზი.ეს არდაწყებულა მხოლოდ 7 აგვისტოს ღამეს,ეს იყო უბრალოდ კულმინაცია წლებისგანმავლობაში დაგროვილი აგრესიისა და პროვოკაციებისა.

2016წ,27 იანვარი- ჰააგას დამფუძნებელ საერთაშორისო სასამართლოზე განიხილა ესსაკითხი- თუ ვის რა ბრალი აქვს აგვისტოს 5 დღიანი სისხლისმღვრელი ომის წამოწყებაში.

სტატიის ავტორია: CNN Library
ორიგინალი სტატია და სტატისტიკის წყაროები шаблоны для dle 11.2


© LIBERAL.GE. მასალის გამოყენების შემთხვევაში დაიცავით საავტორო უფლებები.


ტაგები: საქართველო რუსეთი ევროპა კავკასია კონფლიქტი ომი ქრონოლოგია ქრონოლოგიურად 2008 აგვისტო საბჭოთა კავშირი ქვეყანა დროის ხაზი მომხდარი მოვლენები ოსეთი აფხაზეთი ოკუპაცია ოკუპირებული ტერიტორიები